Spin to win DISCOUNT!

Spin price: $0.10

Welcome to Game Store!

ფიფამ 2020 წელს ვიდეოთამაშებიდან უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე რეალური ფეხბურთიდან

ფიფამ 2020 წელს ვიდეოთამაშებიდან უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე რეალური ფეხბურთიდან

Mar 26 2021 By Game Store

ფიფას ხელმძღვანელობამ ფინანსური 2020 წელი შეაჯამა და ირკვევა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ შემოსავლების დიდი ნაწილი ვიდეოთამაშებიდან მიიღო. ფიფამ შარშან ჯამში დაახლოებით 266 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და აქედან თითქმის 159 მილიონი სალიცენზიო უფლებების გაყიდვიდან მიიღო. 

"სალიცენზიო უფლებებიდან შემოსვლის ძირითადი წყარო ვიდეოთამაშებისთვის ბრენდების ლიცენზირება იყო. ეკონომიკის არაერთი სექტორისგან განსხვავებით, რომლებიც COVID-19-ისგან მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, ვიდეოთამაშების ინდუსტრია პანდემიასთან მიმართებაში გაცილებით გამძლე აღმოჩნდა. 

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატთან FIFA eClub-თან, სერია FIFA eChallenger-სა და FIFA eNations StayAndPlay-ს ამხანაგურ მატჩებთან ერთად, ფიფამ წარმატებით ჩაუშვა FIFA eContinental Cup-იც. ამასთან, 2020 წელს წარმოდგენილი იყო FIFAe - ტურირების ახალი ბრენდი კიბერსპორტში", - აქვეყნებს ფიფას წარმომადგენლის სიტყვებს