Spin to win DISCOUNT!

Spin price: $0.10

Welcome to Game Store!

RE: VERSE-ის ბეტა ტესტი გადაიდო, VILLAGE-ის დემოს კი მალე ვიხილავთ

RE: VERSE-ის ბეტა ტესტი გადაიდო, VILLAGE-ის დემოს კი მალე ვიხილავთ

Apr 13 2021 By Game Store

პოპულარულ საშინელებათა ჟანრის ვიდეოთამაშის ფრენჩაიზ Resident Evil-ს პრობლემები აქვს: დაპირებული RE: Verse-ს მულტიფლეიერის ბეტა ტესტირება, რომელიც 7 აპრილს უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის მიზეზი, როგორც ჩანს,‘მატჩმეიქეირში’ არსებული პრობლემებია. გავრცელებული ინფორმაციით, დეველოპერები ამ პრობლემის გადაჭრაზე უკვე მუშაობენ.

სტუდია Capcom-ის ერთ-ერთ ოფიციალურ ტვიტერ ექაუნთზე Capcom Development Division 1, რომელიც თამაშების დეველოპმენტთან დაკავშირებულ სიახლეებს ავრცელებს ხოლმე, კომპანიამ შემდეგი განმარტება გააკეთა:

‘ვინაიდან RE:Verse-ს მატჩმეიქინგის სისტემა ისევ ხარვეზიანია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პრობლემის მოგვარებამდე, ბეტა ტესტირება განუსაზღვრელი დროით გადავდოთ. ჩვენს მომხმარებლებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი უხერხულობისათვის. გარწმუნებთ, რომ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.’

ჯერჯერობით, ბეტას გახსნის ახალ თარიღზე არაფერია ცნობილი, თუმცა შესაძლოა, ამის შესახებ სულ მალე გავიგოთ: Capcom-მა, იმავე ფრენჩაიზის კიდევ ერთი თამაშის Resident Evil Village-ის თემატური პრესკონფერენცია 15 აპრილისთვის დააანონსა. კომპანიის განცხადებით, პრესკონფერენციაზე ვიხილავთ ახალ თრეილერებს, ახალ გეიმფლეის და ‘კიდევ უამრავ სიურპრიზს.’ 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ განცხადების პარალელურად, PlayStation Network-ზე ახალი ‘გეიმფლეი დემოს’ ფაილები აიტვირთა. ფაილები ჯერ პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარა, თუმცა, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის 10 GB-ის ზომისაა და მისი სხვადასხვა ვერსიები არსებობს, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებზე არის ადაპტირებული. Capcom-მა Maiden-ის დემო, მსგავს პრესკონფერენციაზე დააანონსა, შესაბამისად, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ 15 აპრილს VIIIage-ს დემოს ვიხილავთ. ამას გარდა, გამორიცხული არ არის, ფილმ Resident Evil: Welcome to Raccoon City-ზეც გავიგოთ რაიმე ახალი.